ყალბი პასპორტების საზღვარზე გამოყენების ფაქტი

28 აპრილი 2017, 00:00 2303 ნახვა

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი ბეჭდისა და დოკუმენტების დამზადება, შენახვა, გასაღების ბრალდებით დააკავა. ამავე მუხლის ბრალდებით დაკავებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთი მოქალაქეც, რომელმაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება.

ამავე კატეგორიაში