მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორისკენ მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა

02 მაისი 2025, 13:52 185 ნახვა

მალტის სანაპიროსთან ღაზის სექტორის მიმართულებით მოძრავ ჰუმანიტარული დახმარების გადამზიდ გემზე თავდასხმა მოხდა.

მთავრობის განცხადებით, ფლოტილიის ყველა წევრი გემზე რჩება და ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. დრონებით თავდასხმისას გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 12 წევრი და 4 მშვიდობიანი მოქალაქე.

უცნობია ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ასევე არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში