თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე "ჰუსიტების" ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაშავებულია სამი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის განადგურება ვერ შეძლეს.