ზელენსკი თუ მიიჩნევს, რომ მისი შეძახილები უცხოელ დელეგაციებს აიძულებს, არ ჩავიდნენ მოსკოვში, ძალიან ცდება - რობერტ ფიცო

04 მაისი 2025, 14:38 192 ნახვა

ბატონი ზელენსკი თუ მიიჩნევს, რომ მისი შეძახილები უცხოელ დელეგაციებს აიძულებს, არ ჩავიდნენ მოსკოვში, ძალიან ცდება, - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტს გუშინ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული ლიდერების უსაფრთხოებას.

ფიცოს თქმით, ამ განცხადებით ზელენსკი ლიდერებს ემუქრება.

„სრულად პატივს ვცემ იმ აზრს, რომ მონაწილეთა უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეა. თუმცა, თუ ბატონი ზელენსკი მიიჩნევს, რომ მისი შეძახილები უცხოელ დელეგაციებს აიძულებს, არ ჩავიდნენ მოსკოვში, მაშინ ის ძალიან ცდება. ვწუხვარ, რომ ზელენსკის და დანარჩენებს წარსული აწმყოში ეშლებათ. თუ ღმერთი გწამთ, 1941-1945 წლებში უკრაინელი ჯარისკაცებიც მასიურად იღუპებოდნენ მეორე მსოფლიო ომში. პირიქით, 80 წლის იუბილეს აღნიშვნისას ზავის შეთავაზების მიღება აუცილებელი იყო. და თუ მეორე მსოფლიო ომის დასრულების მილოცვა არ შეგვიძლია, მაშინ ჩუმად მაინც ვიყოთ“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში