დახურული  წინასასამართლო   სხდომა 

05 მაისი 2017, 00:00 2376 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის სიტყვების მიუხედავად, რომ დასამალი არაფერი აქვს მოსამართლემ სხდომა დახურა. ბრალდებულმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც საპატრიარქოს იურისტი ამბობს პროკურატურის შუამდგომლობაში ნახსენები იყო საპატრიარქოს იმიჯი, რაც სხდომის დახურვის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, ამას კი ედიშერ ქარჩავა არ ეთანხმება.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური კი ამტკიცებს, რომ სხდომის დახურვით მოწმეების უსაფრთხოების დაცვას ცდილობენ, რადგან იყო მუქარის ფაქტები.

გარდა ამისა, პროკურორი ამბობს, რომ საქმეში არსებობს ბრალდებულზე ისეთი პერსონალური მონაცემები, რომელიც მის მორალურ მხარეს, ცხოვრების წესს ეხება და დაუშვებელია ამ დეტალების საჯაროდ განხილვა. პარალელურად განმარტებებს აკეთებს საქალაქო სასამართლოც.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში