ქართველების „ლიონი“ რაგბი ჩელენჯ თასის ფინალში გავიდა

06 მაისი 2025, 12:36 82 ნახვა

რაგბის ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფრანგული კლუბები – „ლიონი“ - სადაც დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე,  ბექა შვანგირაძე და ირაკლი აფციაური თამაშობენ და „რასინგი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა „ლიონმა“ 29:15 მოიგო და ფინალში გავიდა. გამარჯვებაში წვლილი ქართველმა მორაგბეებმაც შეიტანეს. დავით ნინიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ბექა საღინაძე მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 51-ე წუთზე ლელო დადო.

ეს ჩელენჯ თასზე საღინაძის მეორე ლელოა. „რასინგის“ შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი შეხვედრაში 46-ე წუთიდან ჩაერთო. ჩელენჯ თასის ფინალში 23 მაისს „ლიონი“ ინგლისურ „ბას რაგბის“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში