გუშინ, ბათუმში ქარის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოდან გაწერეს. რაც შეეხება კაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
წუხელ, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, ერთ-ერთი სახლის სახურავიდან ახდილი ლითონის მასალა დაეცა.
შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული ცოლ-ქმარი კლინიკაში გადაიყვანეს.