მემილიონე მგზავრი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

09 ოქტომბერი 2025, 11:09 246 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი, საქართველოში ტურისტულად შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს.

ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც აეროპორტი ერთი თვის განმავლობაში პირველად მოემსახურა 200,000-ზე მეტ მგზავრს.

წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და მილიონ 200 ათასს მიაღწევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე