თვითმმართველობის არჩევნები - პოლიტიკური შეფასებები

12 მაისი 2025, 14:35 66 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხი კვლავ პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემაა.

ნაციონალური მოძრაობისთვის არსებულ სიტუაციაში არჩევნებში მონაწილეობა აზრს კარგავს, ვიდრე, მათი თქმით,  არ დაკმაყოფილდება ცესკოს რეორგანიზაციის, აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების და ახალი არჩევნების ჩანიშვნის მოთხოვნა.

ამ ეტაპზე ბოიკოტს არ ადასტურებენ გახარიას პარტიაში, აცხადებენ, რომ როგორც პოლიტიკური პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის მზაობას გამოხატავს.

ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გარე ძალების მარიონეტია და ისე მოიქცევიან, როგორც დაავალებენ. 

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი