პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

13 მაისი 2025, 10:02 98 ნახვა

რამდენიმე  წუთში საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.  კომისიის წინაშე გიორგი ხოჭავა უნდა წარდგეს, რომელიც მისი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრებს.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისა და მას შემდგომ  ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას გულისხმობს. კომისიის მუშაობა მიმართვიანობის გამო ერთ თვით, ივნისამდე გახანგრძლივდა.

მუშაობის დასრულების შემდეგ საგამოძიებო კომისია პარლამენტს მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი