ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
"მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად",- წერს არჩილ ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ ჩიქოვანი 2020 წლის 16 ივლისს დაინიშნა, მანამდე ის აჭარის მთავრობის აპატარს ხელმძღვანელობდა.
2021 წელს არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა.