ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს

13 მაისი 2025, 16:14 1888 ნახვა

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის მერის მოვალეობას გიორგი მურვანიძე შეასრულებს. მას აღნიშნულ პოსტზე სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ოფიციალურად  წარადგენენ.

გიორგი მურვანიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი. 

2004-2005 წლებში მუშაობდა ბათუმის რაიონული პროკურატურის გამომძიებლად, 2005-2006 წლებში აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად. 2007 წლიდან სამსახურეობრივი კარიერა გააგრძელა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

2007-2014 წლებში იყო აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი. ხოლო 2014 წლიდან დღემდე - ცენტრალური ოფისის, ბიუროს უფროსის მოადგილე.

არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი