მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

16 მაისი 2025, 17:57 96 ნახვა

გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო პროცესი 29 მაისს დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე კი ბრალდების მხარის მოწმე ექსპერტს გივი ჩხარტიშვილს მოუსმინეს.
ჩხარტიშვილმა განმარტა, რომ ბრალდებულ მზია ამაღლობელს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დაზიანებები აღენიშნებოდა ამაღლობელს სახის და გულმკერდის არეში.
ასევე , ექსპერტმა ისაუბრა ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ არ ახსოვს მას სახის არეში აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე, ასევე განმარტა რომ ეს ასეც რომ ყოფილიყო, დასკვნაში არ შეიტანდა, რადგან სიწითლე არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი.
მოწმის დაკითხვამდე, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ გამოძიება ყალბი ვიდეომასალით მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე სასამართლოს დარბაზში ხმაური იყო , სხდომას ევროპარლამენტარები, გერმანიის , ესტონეთის და შვედეთის ელჩები ესწრებოდნენ.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი