„ახალგაზრდული ძალა“ - საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართულმა ახალგაზრდებმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ საჭიროა პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ახალი სახე შემოვიდეს. „ახალგაზრდული ძალა“, ასევე, იწყებს გუნდის დაკომპლექტებას რეგიონებშიც. ხვალიდან ისინი ახალგაზრდებთან შეხვედრებს გეგმავენ.