დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს - მარკო რუბიო

18 მაისი 2025, 19:20 101 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს ვლადიმერ პუტინს.

რუბიოს თქმით, ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები არსებული ჩიხიდან გაიყვანოს, არის „პირდაპირი მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის“.

როგორც რუბიო აცხადებს, დონალდ ტრამპმა „ღიად გამოხატა სურვილი, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“.

„ვერ ვიტყვი, რომ შეხვედრა დაგეგმილია, ადგილისა და თარიღის შერჩევის თვალსაზრისით, მაგრამ პრეზიდენტს სურს ეს რაც შეიძლება მალე გააკეთოს. რუსულმა მხარემ ასევე გამოხატა მზადყოფნა. ამიტომ ახლა საქმე ეხება ყველას ერთად შეკრებას და იმის განსაზღვრას, თუ სად და როდის გაიმართება ეს შეხვედრა“, – განაცხადა რუბიომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი