საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა შეემატა

20 მაისი 2025, 10:58 107 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, 27 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის სამაშველო ავტოტექნიკა შეემატა. Toyota Hilux-ის მარკის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფში გადანაწილდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტომანქანები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის. ახალი მანქანები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობას და უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას სამაშველო ღონისძიებების დროს, რთულად მისადგომ ადგილებში.

ახალი ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა პირადად დაათვალიერა და მეხანძრე-მაშველებს ავტოპარკის განახლება მიულოცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რეაგირების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი