გურჯაანი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიებები რამდენიმე საათია დაიწყო და ვიზიტორების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. რეგიონის ყველაზე მაშტაბურ ღონისძიებას ცოტახნის წინ ეწვია საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ფესტივალს ესწრებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. რომელებიც ღონისძიების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ფესტივალი კახეთისთვის მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ხსნის.
გურჯაანის ღვინის ფესტივალს 9 წლიანი ისტორია აქვს, წელს ღონისძიებაში 546 მეწარმე იღებს მონაწილეობას. ვიზიტორებს ადგილზე სხვადასხვა გემოს, ფერის, მშრალი, ნახევრად ტკბილი და ახლად დადუღებული ღვინოების დაგემოვნება შეუძლიათ. წელს ფესტივალის შთაგონების წყარო მრავალხმიანი ქართული ღვინოა. ადგილზე მოწყობილია არაერთი პავილიონი და დაგეგმილია მრავალფეროვანი პროგრამა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე