“ერთიანი მსოფლიო -ჯანმრთელობისთვის“ - ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო 78-ე ასამბლეა გაიმართა. ასამბლეზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერთიფიკატი გადაეცა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი წლის დასაწყისში მიანიჭა.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა საქართველოში თამბაქოს კონტროლის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებზე. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.