ოპოზიცია ისევ დილემის წინაშეა - უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში. ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც არ ცნობენ საპარლამენტო არჩვენების შედეგებს და ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან, არ საუბრობენ უახლოესი თვეების გეგმებზე, რის გამოც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მათ აკრიტიკებს. მიაჩნია, რომ ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანებისა და ორაზროვნების დრო არ არის. ის ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, მკაფიო პასუხი დააფიქსირონ.
ერთ-ერთი პირველი, ვინც მელიას უპასუხა „ლელო - ძლიერი საქართველო“ იყო. პარტიაში მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან.
ოპოზიციური პარტიების ბუნდოვანი პოზიცია, როგორც ამას თავად ნიკა მელია ამბობს არ უკვირთ ,,ქართულ ოცნებაში“ .
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გაურკვევლობაში რჩება და ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ისევ ახსენებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს მაინც მოიგებენ.