პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ირაკლი რუხაძეს მოუსმენენ

21 მაისი 2025, 10:03 103 ნახვა

რამდენიმე წუთში პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა განახლდება. კომისიის წინაშე ამჯერად ბიზნესმენი ირაკლი რუხაძეა მიწვეული. როგორც პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული მასთან კომისიას კითხვები ბიზნესზე ზეწოლის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შელახვისა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით ექნება.

შეგახსნებთ, რომ ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია "იმედის" მფლობელია. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციონერის, გივი თარგამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოუცხადებლობასა და გირაოს გადაუხდელობას ქართული ოცნების წევრები კანონდარღვევას უწოდებენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი