საგამოძიებო კომისიის სხდომა

22 მაისი 2025, 12:05 73 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი   სხდომა მიმდინარეობს პარლამენტში. კომისია  დღეს საკუთრებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე, გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განიხილავს. სხდომაზე მოწვეული არიან ალექსანდრე მეგუთნიშვილი და რუსუდან შარაძე. 

საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე პირველ მომხსენებლად ბიზნესმენი ალექსანდრე მეგუთნიშვილი წარსდგა.

ბიზნესმენი თელავში ღვინის ქარხანასა და ხორცის საწარმოს ფლობდა. მან დეტალურად აღწერა  თუ რა სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მასზე  2010 წელს. მეგუთნიშვილმა აღნიშნა, რომ მას და მის თანამშრომლებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ თელავის პოლიციაში და შემდეგ უკვე გლდანის მერვე საპყრობილეში.

აქვე ასახელებს მაღალჩინოსნებს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ზურაბ ლალიაშვილსა და მის მოადგილეს დავით ლორთქიფანიძეს. 

მისი გადმოცემით, მისი დაკავებიდან საკანში გადაყვანის შემდეგ 16 დღის განმავლობაში არც კი დამჯდარა, კარანტინში იმყოფებოდა, მისი ინფორმაციით, ციხეში ყოფნის პერიოდში 32  კილოგრამი დაიკლო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი