ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

22 მაისი 2025, 16:01 72 ნახვა

ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან განცხადებას ავრცელებს.

„ისრაელში საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, კოლეგებსა და ისრაელის სახელმწიფოს. ვიზიარებთ თქვენს ტკივილს და თანადგომას გიცხადებთ ამ რთულ დროს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში სროლის შედეგად ამერიკაში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. მოკლულები ქალი და მამაკაცი არიან. მათ უცნობებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში