საქართველოს დიპლომატიური მისიები 26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ალკასარის ისტორიული ციხესიმაგრეც.