თავდასხმა გრიგოლ გეგელიაზე - დაწყებულია გამოძიება

24 მაისი 2025, 18:12 130 ნახვა

პარტია „ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ საკუთარ სახლთან უცნობი პირი დაესხა თავს.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.

მისი განმარტებით, თავდაპირველად მანქანიდან სხვადასხვა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

სამართალდამცველები უახლოეს დროში გრიგოლ გეგელიას გამოკითხვაზე საბურთალოს განყოფილებაში გადაიყვანენ.

პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, გრიგოლ გეგელიაზე თავდასხმა ტოქსიკური კლიმატის შედეგია, რომელიც ქვეყანაში არალეგიტიმურმა ძალამ შექმნა, რომელიც საზოგადოებას და სახელმწიფოს ყოველდღიურად არყევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში