„საქართველო კვლავ დაგიცავ“ - ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მარში 

26 მაისი 2025, 10:50 251 ნახვა

"ერთად დამოუკიდებლობისთვის" მოქალაქეები თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. 19:00 საათზე მათ ყოფილი  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.

ასევე, დღის განმავლობაში, 15:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციიდან მარშები, ლექციები, დისკუსიები, გამოფენები და სხვადასხვა აქტივობა.

ორგანიზატორები შესაბამის განრიგს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ღონისძიებების სახელწოდებაა „საქართველო კვლავ დაგიცავ“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში