ჩვენი თანამემამულეებისა და დიასპორის როლი ძალიან დიდია, სადაც ცხოვრობთ, იმ ქვეყნებში წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას - პრეზიდენტი

27 მაისი 2025, 11:25 224 ნახვა

დიასპორისა და ჩვენი თანამემამულეების როლი ძალიან დიდია. თქვენ სადაც ცხოვრობთ, იმ ქვეყნებში წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას, თქვენ ხართ ელჩები, გაქვთ იმის შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, რომელიც ზრუნავს ახალი თაობისთვის, რომ აზიაროს ჩვენს კულტურასა და ენას.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გუშინ მთელმა საქართველომ აღვნიშნეთ ჩვენთვის ძვირფასი დღე და დღეს აღვნიშნავთ დიასპორის დღეს. ესეც სიმბოლურია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ფიზიკურად ებმის ეს თარიღები. დიასპორის და ჩვენი თანამემამულეების როლი ძალიან დიდია. თქვენ სადაც მოღვაწეობთ, ცხოვრობთ იმ ქვეყნებში წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, თქვენ ხართ ელჩები. საქართველო მდიდარია თავისი კულტურით, ისტორიით, წარმომავლობით და ნამდვილად გაქვთ იმის ფუფუნება და შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოებისთვის. ამისთვის მინდა, განკუსათრებული მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ხალხს, რომელიც ზრუნავს ახალი თაობისთვის, რომ აზიაროს ჩვენს იდენტობას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ენას.

მე თავად ვიყავი დიასპორის წარმომადგენელი, დაახლოებით 18 წელი მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა და ვიცი, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, როცა გყავს ოჯახი, შვილები, როცა სწავლობენ განსხვავებულ ენაზე და გიწევს, რომ აზიარო შენს ორგანულს, ქართულ კულტურას, მესმის ეს სირთულე, მაგრამ ვართ მდიდარი ერი და შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს ყველაფერი წარმოჩენილი იყოს ყველგან, სადაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები.

ასევე დიდი როლი აქვს ჩვენს ეკლესიებს, ჩვენს სამრევლოს, ეპარქიას. მე მათ ხელმძღვანელებს, სასულიერო პირებს განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ უდიდეს შრომას ეწევიან და რამხელა ძალა აქვს, როცა ამდენი შეიძლება რთულ პროცესში მყოფი ჩვენი თანამემამულე არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და როგორი დახმარებაა მათთვის, რომ არსებობს იქ ეკლესია და შეუძლიათ, მივიდნენ და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მივიდნენ და ილოცონ. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს უწმინდესს და უნეტარესს, ჩვენს სინოდს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქვეყნებში, სადაც ჩვენი დიასპორაა, ფუნქციონირებდეს ჩვენი ეკლესია. ეს მართლაც დიდი შეღავათია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასევე თქვენი როლი დიდია სოციალურ-ეკონომიკური, კულტური, პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ დიდ შრომას ეწევით, რათა ეს ურთიერთობა უფრო მჭიდრო და განვითარებადი იყოს ჩვენ შორის. მიმაჩნია, რომ შეგვწევს ძალა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ.

მე როგორც პრეზიდენტმა მინდა, დავაფიქსირო, რომ მე და ჩემი ადმინისტრაციაც ვიქნებით მზად, რათა საქმიანად და პირდაპირი მნიშვნელობით ჩავერთოთ ამ პროცესში, რომ უფრო მჭიდრო გავხადოთ ჩვენი ურთიერთობები, დიასპორასა და ჩვენს სამშობლოსთან ურთიერთობაში. იცით, რომ პრეზიდენტს აქვს დიდი როლი ამ შემთხვევაში და შეგვიძლია, რომ ეს ყველაფერი უფრო კონკრეტიკაზე დავიყვანოთ და უფრო განვავითაროთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი