ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს

04 ივნისი 2025, 10:44 5626 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისწყალთან ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივთა თქმით, გარდაცვლილი მდინარეზე გასასეირნებელ კატერს აქირავებდა. მათივე განმარტებით, გვიან ღამით სროლის ხმა გაიგონეს. 

მოკლულის მანქანა სავარაუდოდ, კვალის დაფარვის მიზნით მდინარეში გადააგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ნატყვიარებიც აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში