შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა

04 ივნისი 2025, 14:41 242 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის მილი მეჯლისის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ინტენსიური ურთიერთობები.

შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა გუშინ, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა ნაყოფიერი საპარლამენტო თანამშრომლობა, როგორც საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. აგრეთვე, ხაზი გაესვა ორმხრივი ვიზიტების დადებით დინამიკას.

ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე. ამ კუთხით, აღინიშნა განათლების კომიტეტების მნიშვნელოვანი როლი.

შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში