საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა და ფინანსთა მინისტრმა ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ერთობლივ ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ფონდის საქმიანობის შესახებ, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რისკებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები, რაც მისივე შეფასებით პოზიტიური ნიშანია.