საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ

05 ივნისი 2025, 10:15 175 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა  სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებად ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით, ცნობების შეგროვებასა და ვიზუალურ კონტროლს.  სახალხო დამცველი განმარტავდა, რომ ასეთი დაკვირვება შეიცავს პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკს და საჭიროა სასამართლოს ნებართვა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დაკვირვება მხოლოდ საჯარო სივრცეში ხდება და არ გულისხმობს პირად სივრცეში შეჭრას, შესაბამისად, არ ირღვევა პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ასეთ დაკვირვებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეისწავლოს პირის ყოველდღიური ცხოვრება, რაც მოითხოვს მკაფიო საკანონმდებლო გარანტიებს. 

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით კანონმდებლობა არ იძლევა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედების მსგავსი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სარჩელი პირველმა კოლეგიამ განიხილა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში