სასამართლოში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძის პროცესი მიმდინარეობს

06 ივნისი 2025, 13:26 120 ნახვა

საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

დღეს საქმის არსებითი განხილვა იწყება. სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან.

მამუკა ხაზარაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში