ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

06 ივნისი 2025, 14:14 111 ნახვა

დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტახნის წინ  „ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე მივიდა. ამ წუთებში დაცვისა და ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას აყალიბებენ, რის შემდეგაც პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

მანამდე სასამართლომ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერის  მამუკა ხაზარაძის საქმის არსებითად განხილვა დაიწყო და  პროკურატურის ორ მოწმეს მოუსმინა. სიტყვით ისარგებლა თავად მამუკა ხაზარაძემ და განაცხადა, რომ კომისია არალეგიტიმურია და  მისი საქმიანობა  ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას ემსახურება.

მამუკა ხაზარაძე  და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც ისინი  არ გამოცხადნენ.

ამის გამო  მათ პროკურატურამ ბრალი   წაუყენა. სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მათ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადეს.

გამოძიება  „ლელო ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" ედავება, რაც  ითვალისწინებს  ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთას   ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში