მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

09 ივნისი 2025, 20:00 98 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესები დასრულდა. სასამართლოზე ორი პროცესი იყო ჩანიშნული - ერთი ადმინისტრაციული , მეორე კი სისხლის სამართლის.
სხდომაზე დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა , ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა აღნიშნა , რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ხანდაზმულია და სასამართლოს საქმის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
გარდა ამისა , დაცვის მხარემ მოითხოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლების მოწმის სახით დაკითხვა , რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განაცხადა , რომ რამდენიმე თანამშრომელი მოწმის სახით მომდევნო პროცესზე დაიკითხება , რაც შეეხება სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობას , სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, დღეს მოწმის სახით ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დაიკითხა , ჟურნალისტმა გაიხსენა 11 იანვარს განვითარებული მოვლენები და აღნიშნა რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში გამოიყენეს კადრი , რომელშიც თავად ჩანდა , თუმცა ანანიძემ აღნიშნა რომ საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ მივიდა , როცა მზია ამაღლობელი გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული პატიმრობიდან.
დღეს სასამართლომ ასევე განიხილა ვიდეომასალაც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში