„შავი ლომი“ იტალიაში ორ ტესტ-მატჩს გამართავს 

10 ივნისი 2025, 09:11 132 ნახვა

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ შემოდგომაზე იტალიაში გაემგზავრება და იქაურ კლუბებთან ორ ტესტმატჩს გამართავს. ქართველი მორაგბეები 6 სექტემბერს – „ზებრეს“, ხოლო 12 სექტემბერს „ბენეტონს“ დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისში „შავი ლომი“ ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდა, სადაც ორი მატჩი გამართა და ორივე მოიგო – 47:33 სძლია „ედინბურგს“, ხოლო „გლაზგო უორიორსი“ 26:14 დაამარცხა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში