სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს

12 ივნისი 2025, 16:11 186 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს რომ 5 000 ლარით დააჯარიმეს.

ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფოტოს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ჯარიმა სავარაუდოდ, 3 მარტს გამართულ აქციას უკავშირდება.

„აქტივისტად მოვინათლე დღეს. მე კი ვიდექი იქ, სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო, სინდისის პატიმრების დედების გვერდით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში