მოსამართლე დავით თეთრაშვილმა 18 ივნისის 15:30 საათამდე გადადო "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას სასამართლო სხდომა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. იმავე საქმეზე, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 20 ივნისის 13:00 საათისთვის გადადო ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტის, ვახო სანაიას საქმის განხილვაც.
ვახო სანაია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მას პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, შალვა პაპუაშვილის, თეა წულუკიანისა და ირაკლი ზარქუას მიმართ შეურაცხყოფას ედავებიან.
გარდა ამისა ანალოგიურ ტიპის საქმეზე,გადაიდო ბაია პატარაიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის სასამართლოები.