ბათუმის მერიაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

12 ივნისი 2025, 19:12 279 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მერიაში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) თვითმმართველი ქალაქების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში, განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გაფართოება.

"ათეა-ს პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის  მუნიციპალური ასოციაციების გაერთიანების სახელმძღვანელო დოკუმენტი წარადგინეს და მონაწილეებს გაუზიარეს რეგიონის გამოცდილება მუნიციპალიტეტების ინტერესების ადვოკატირების მიმართულებით.

ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას  ასევე გააცნეს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. მათ შორის, IPA პროგრამები, სტრუქტურული ფონდები და რეფორმების დღის წესრიგი, რაც ადგილობრივი თვითმმართველობების მდგრად განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება.

ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მასში თვითმმართველი ქალაქების მერებისა და საკრებულოების წევრებთან ერთად  ჩართულნი იყვნენ უცხოელი ექსპერტები.

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრის შემდგომ მონაწილეებმა რეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა და ყინულის არენა დაათვალიერეს, როგორც წარმატებული ურბანული განახლებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მაგალითები",- წერია მერიის ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში