ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სრული უფლება აქვთ ისრაელის მისამართით საპასუხო ზომები მიიღონ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის დარტყმები აშშ-ის დახმარების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაში უწყების ცნობით, სიონისტური რეჟიმის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ასეთი აგრესიის აქტები აშშ-თან კოორდინაციის გარეშე ვერ მოხდება. თავის მხრივ ირანი ერს ყოყმანის გარეშე დაიცავს. ირანმა გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „სასწრაფოდ და კოლექტიურად დაგმონ“ ისრაელის დარტყმები.