აშშ-მა და ჩინეთმა Tiktok-ის მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას ადასტურებს შეერთებული შტატების პრეზიდენტიც.
გამოცემა „როიტერის“ ცნობით, პეკინსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში tiktok აშშ-ში მუშაობას რამდენიმე პირობით შეძლებს, რაც პლატფორმის გადაცემას ითვალისწინებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად საკუთრებაში.