ისრაელი გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნას ცილისწამებლურს უწოდებს

16 სექტემბერი 2025, 14:03 148 ნახვა

გაეროში ისრაელის ელჩმა კატეგორიულად უარყო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა და მას  „ცილისმწამებლური“ უწოდა.

გაეროს საგამოძიებო კომისიამ სამშაბათს დაასკვნა, რომ ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა და რომ ისრაელის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ამ ქმედებების წაქეზებას უწყობდნენ ხელს.

ელჩმა დანიელ მერონმა ანგარიშს „სკანდალური“ და „ყალბი“ უწოდა და განაცხადა, რომ იგი ეყრდნობოდა „მცდარ  სტატისტიკას, სუსტ მონაცემებზე დაფუძნებულ უსაფუძვლო აპოკალიფსურ პროგნოზებს“.

კომისიის 72-გვერდიანი იურიდიული ანალიზი გაეროს დღემდე ყველაზე ძლიერი დასკვნაა, მაგრამ ეს ორგანო დამოუკიდებელია და ოფიციალურად არ გამოდის გაეროს სახელით.

გაეროს ჯერ არ გამოუყენებია ტერმინი „გენოციდი“, თუმცა მასზე ზეწოლა ხორციელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი