თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმა

14 ივნისი 2025, 20:30 130 ნახვა

ოპოზიციის დილემა. ისევ ორად არის გაყოფილი აზრი მიიღებს  თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ჯერ კიდევ  არ გადაუწყვეტიათ პარტია ლელოში, სადაც აცხადებენ რომ სხვადასხვა ჯგუფთან ამ საკითხზე ისევ გადიან კონსულტაციებს,რომ ერთობით დადონ გამარჯვების ფორმულა. ენმ-ში კი კოლეგებს ახსენებენ მათივე ამომრჩევლის დაკვეთას.  აცხადებენ რომ  თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები, ცეკოს ახალი შემადგენლობის პირობებში არ ჩატარდება, არ განიხილავენ არჩევნებში მონაწილეობას.    ქართულ ოცნებაში კი მიაჩნიათ რომ ოპოზიცია ქვეყნის გარედან მითითებას ელოდება

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში