სასამართლო დავა ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე

16 ივნისი 2025, 14:01 167 ნახვა

''ლელო-ძლიერი საქართველოს’’ ხულოს საკრებულოს წევრის ბესიკ შაინიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 7 ივლისს გამოაცხადებს,საქმის არსებითი განხილვა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში  შედგა,თუმცა სარეზოლუციო  ნაწილი გადაიდო. 

რაც შეეხება მიმდინარე სამართალწარმოებას, სამი პოლიტიკური პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’; ,,ლელო- ძლიერი საქართველო’’ და ,,სტრატეგია აღმაშენებელი’’ დეკემბრიდან ითხოვს ხულოს საკრებულოში ფრაქციის რეგისტრაციას, თუმცა როგორც ბესიკ შაინიძე აცხადებს, საკრებულომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

,,ლელო-ძლიერი საქართველოს'' წევრისთვის საკრებულოს გადაწყვეტილება და უარის თქმის მიზეზი გაუგებარია, ამბობს, რომ საქმის განხილვა დროში ჭიანურდება, ამიტომ საკრებულოს იგი პოლიტიკურ საქმიანობის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

სასამართლოზე მყოფმა მოპასუხე მხარემ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში