რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რის საფუძველზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ყოფილი მაღალჩინოსნების და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში - ამ დრომდე უცნობია. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლების ჩხრეკისას 7 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული, ძვირფასი ნივთები, ელექტრომოწყობილობები და დოკუმენტაცია ამოიღეს.
სწორედ ამოღებული ნივთმტკიცებების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, რა სახის სამართლებრივი რეაგირება დაიწყება აღნიშნული პირების მიმართ. საქმეთან დაკავშირებით, რომეო მიქაუტაძის გვარიც გაჟღერდა, რომელიც კორუფციის ბრალდებით არის დაკავებული. ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლშიც ჩატარდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე