საკონსტიტუციოში სარჩელი ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად

18 ოქტომბერი 2025, 20:19 158 ნახვა

ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ერთ კვირაში შევა. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, მათი მიზანი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაა.
გარდა ნაციონალური მოძრაობისა, რომელი პარტიები მოხვდებიან სასარჩელე დოკუმენტში - სია ჯერ უცნობია. სარჩელს საფუძვლად დაედება საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლითაც შესწავლილია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა.
თუკი საკონსტიტუციო სასამართლო პარტიას რეგისტრაციას გაუუქმებს, პარტიასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, თანამდებობის დაკავება, არჩევნებში მონაწილეობა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში