იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

17 ივნისი 2025, 10:00 139 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოსა და თერჯოლის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მითითებული ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 30 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე ტერცია მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს"- განმარტავენ შსს-ში.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში