გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

20 ივნისი 2025, 14:13 76 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომას ესწრებოდა მსჯავრდებული ბაჩიაშვილი. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ასევე, დაიკითხა გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული, შოთა ქარუმიძე.

მოსამართლემ შოთა ქარუმიძისა და გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიებით პატიმრობა ძალაში დატოვა.  სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოსამართლეს სიტყვით მიმართა გიორგი ბაჩიაშვილმა, მისი განცხადებით, მისი გატაცების ფაქტზე  გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ბაჩიაშვილს განუცხადა, რომ რეაგირება მოახდინა და პროკურატურას მიმართა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება დაუსწრებლად, მას შემდეგ წარუდგინა, რაც მან ქვეყანა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაჩენის გამოტანამდე დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში