ევროპის დღე ბათუმში

21 ივნისი 2025, 17:01 94 ნახვა

ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ევროპის დღე ქართულად მიულოცა ყველას და თქვა, რომ თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს. 

ელჩმა მედიასთან 23 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზეს ისაუბრა, როგორც მან თქვა მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის, სანქციების დაწესებისა და უვიზო რეჟიმის საკითხებს განიხილავენ. შეიძლება საუბარი იყოს ამ კონტექსტში საქართველოზეც.

რაც შეეხება ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს გრძელდება და საღამოს კონცერტით დასრულდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში