რუსეთის იერიში უკრაინაზე

21 ივნისი 2025, 20:01 110 ნახვა

რუსულმა ძალებმა უკრაინაში დონეცკის, ოდესის, ხერსონისა და პოლტავის რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხერსონში რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ რაიონებს, სადაც 2 კორპუსი და 14 კერძო სახლი დაზიანდა, დაშავდა 7 ადამიანი. 

მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კვლავ დაიწყეს მასობრივი შეტევა პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკზე, სადაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე პირდაპირი დარტყმები დაფიქსირდა. ძლიერი აფეთქებების ხმა იყო ოდესაშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში