შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

22 ივნისი 2025, 10:33 210 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

"გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია.

 

გეკა გელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათი სამუშაო სივრცეები, ტექნიკა, ასევე, აღჭურვილობა დაათვალიერა.

 

გეკა გელაძე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც მესაზღვრე-კონტროლიორებს, ასევე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

 

აჭარის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები - ალექსანდრე დარახველიძე, მარიამ ტაბატაძე, შალვა თადუმაძე და გიორგი ბუთხუზი. 

 

შეხვედრების ფარგლებში კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, როგორც ადგილობრივი დამსვენებლების,ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის უსაფრთხო ტურისტული გარემოს უზრუნველსაყოფად სრულ მზადყოფნაშია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში