ამერიკამ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყა

22 ივნისი 2025, 17:54 84 ნახვა

აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის წინააღმდეგ ირანის ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.

როგორც შტატების თავდაცვაში აცხადებენ, ოპერაცია მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლებლობების მნიშვნელოვან შეზღუდვას, რადგან როგორც ისრაელის პრეზიდენტი ამბობს ირანს ყველაზე საშიში იარაღი აქვს, რაშიც პრეზიდენტი ტრამპიც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ირანი მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოა.

ისრაელის პრეზიდენტმა ტრამპის ქმედება თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების პრინციპების გამარჯვებას შეადარა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში